LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს – აკაკი ზოიძე

49

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს.

“პირადად ჩემი აზრია, რომ ფასი დავარეგულიროთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს – ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს. ეს ყველა მედიკამენტზე არ უნდა გავრცელდეს. უნდა გავრცელდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ქრონიკულად დაავადებული ადამიანები მოიხმარენ. ასეთი მედიკამენტების ჩამონათვალი დიდი არ არის. ეს არის 300-400 დასახელების, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტი, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს ყოველდიუღად სჭირდებთ და მათ ჯიბეზე ეს უზარმაზარი ტვირთია,“ – განაცხადა ზოიძემ.

ზოიძის თქმით, სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 23 დასახელების მედიკამენტს პენსიონერებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ნახევარ ფასში გაყიდიან, რაც ძალიან დიდი შეღავათია. აკაკი ზოიძის თქმით, ეს პროცესი აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები