LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს

32

თბილისში, შემოსავლების სამსახურის ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე 300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლია შეკრებილი. აქციის მონაწილეები კანონს ხორბლის გადატანის აკრძალვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ და ბრძანების გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონი მათ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის და ზარალს აყენებს. მსგავს მდგომარეობაში კი ჯამში ხორბლის შემომტანი 3000-მდე მძღოლია. მძღოლები მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის გაგრძელებას აპირებენ.

აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის გამო მაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები