LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ვაკანსია თბილისში: როგორ დავსაქმდეთ?

169

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით 300 ადამიანის დაასაქმებს. კომპანია 22 თებერვალს, ოთხშაბათს, „ექსპო ჯორჯიაში“, მესამე პავილიონში დასაქმების ფორუმს გამართავს.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ში აცხადებენ, ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მოზიდვა, შერჩევა და დასაქმება.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე კანდიდატებს საშუალება ექნებათ სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს გაესაუბრონ.

დასაქმების მსურველებმა სასურველია ონლაინ რეგისტრაცია, წინასწარ, კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე გაიარონ.

ცნობისთვის, პროექტის მხარდამჭერია სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელმაც მათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არსებული აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები