LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

304 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა

76

ხელისუფლებამ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა– საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა 304 დევნილ ოჯახს.

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე, 10 400 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

„მინდა შეგახსენოთ, რომ 25 მილიონი ლარი იყო დევნილთა ბიუჯეტი 2012 წელს და გაისად იგი გახდება 85 მილიონი ლარი. ეს თანხა მოხმარდება ახალი სახლების მშენებლობას, დევნილთათვის ბინების შეძენას, „სოფლად სახლი“ პროგრამას. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გაააქტიურა პროექტი: „დევნილებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონება“, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ 10 თვეში 10 400 დევნილ ოჯახს დაუკანონებდა საცხოვრებელ ფართებს და ეს პირობა შესრულდა. დღეის მონაცემებით, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები