LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35 აბი სუბოქსინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

105

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 35 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები