LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35 ათასი დოლარი დანაზოგის სახით – რა ქონებას ფლობს ევა გოცირიძე

91

ქონებრივი დეკლარაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულ წევრმა, ევა გოცირიძემ, 10 იანვარს შეავსო. მისი საკუთრებაა მიცკევიჩის ქუჩაზე 45 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირზე 223.75 კვადრატული მეტრის ფართობის მშენებარე ბინა და გარდაბნის სოფელ თელეთში 1300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება სან-ზონაში 71.86 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას, ის მემკვიდრეობით ამ ქონების 50%-ს ფლობს.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ევა გოცირიძის სახელზეა 2000 წელს გამოშვებული მერსედეს სიალკა.

ევა გოცირიძეს „თი-ბი-სი ბანკში“ ანაბარზე 25 000 დოლარი აქვს შეტანილი.  გარდა ამისა, დანაზოგის სახით მას კიდევ აქვს 10 000 დოლარი, მის მეუღლეს კი 5500 ევრო.

ევა გოცირიძემ  ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები