LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრისთვის მათი თანაკლასელი დააკავეს

91

სამართალდამცავებმა 35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში 17 წლის ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული დაჭრილი მოსწავლეების თანაკლასელია.

უწყებაში განმარტავენ, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ა.ნ., ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო,”-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით.

წითელ ბაღთან ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. მოზარდების ჩხუბის შედეგად, ორი მოსწავლეა დაჭრილი, კიდევ ერთ მოზარდს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები