LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა – სალომე ზურაბიშვილი

64

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვსწლიანი მანდატი, აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით,“ – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის საფრანგეთში გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად ქართული ენა შეინარჩუნა. მისი შეფასებით, სახელმწიფო ენის ცოდნა ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ, არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე, უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგეთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიჯანული ან სომხური წარმოშობის, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები