LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

37 სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭება

97

37 სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, სტატუსის მინიჭების შემდეგ ამ სოფლებში მცხოვრები ექიმები, პედაგობები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები დამატებით შეღავათებს მიიღებენ.  ის კომპანიები კი, ვინც ამ სოფლებში იფუნქციონირებენ,  გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

“2016 წლის 1 ინვრიდან დღემდე 250 კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. ეს კანონი მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ იქ მოსახლეობას დაამაგრებს, არამედ იმითაც, რომ ბევრი ადამიანი დაბრუნდება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები