LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

39 წლის ლივ ტაილერი დედა მესამედ გახდა (ფოტო)

289

39 წლის ლივ ტაილერი და მისი საყვარელი მამაკაცი, სპორტული აგენტი დევიდ გარდნერი მშობლები მესამედ გახდნენ, წყვილს გოგონა შეეძინა. სასიხარულო ამბავი ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამით“ შეატყობინა და ახალდაბადებული გოგონას ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც მამას უჭირავს ხელში.

„გამარჯობა. ჩვენი პატარა გოგონა უკვე ჩვენთან არის. ლულა როუზ გარდნერი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ,“ – წერს ტაილერი.

საკუთარი ემოციები მიმდევრებს „ინსტაგრამზე“ გარდნერმაც გაუზიარა.

„ჩვენი ულამაზესი პატარა გოგონა დაიბადა. ლულა როუზ გარდნერი, ძალიან ლამაზი და ჯანმრთელია და მადლობა ღმერთს, დედას ჰგავს. ახლა უმცროს ძმებს მოუწევთ, გახდნენ ნინძები და საბრძოლო ხელოვნების ოსტატები, რომ პატარადა 24 საათის მანძილზე დაიცვან,“ – წერს დევიდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები