LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

39 წლის ორანგუტანი, რომელიც ნიშნების ენას იყენებდა, გარდაიცვალა

195

ერთერთი პირველი ორანგუტანი, რომელმაც ნიშნების ენა ისწავლა, 39 წლის ასაკში ატლანტაში, ჯორჯიას შტატში გარდაიცვალა.

ჩანტეკი ანთროპოლოგთან დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.  მან საკუთარი ოთახის დალაგება, ხელსაწყოების გაკეთება და გამოყენება ისწავლა. იგი, ასევე, სწრაფი კვების ობიექტამდე მარშრუტს თავად ასრულებდა. ორანგუტანმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ატლანტის ზოოპარკში გაატარა, სადაც გულის დაავადებაზე მკურნალობდა.

ზოოპარკის თანამშრომელთა თქმით, ჩანტეკს საოცარი პიროვნული მახასიათებლები ჰქონდა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ზოოპარკების მასშტაბით 39 წლის ჩანტეკი ერთერთი ყველაზე ხნიერი მამრი ორანგუტანი იყო.

მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, ვეტერინართა შეფასებით, ორანგუტანი გულის პროგრესიული დაავადებით იტანჯებოდა. მათივე თქმით, ორანგუტანთა ხანდაზმული ასაკი 35 წელს ზემოთაა.

ჩანტეკი ჯორჯიაში იერკის ეროვნული პრიმატების კვლევით ცენტრში დაიბადა. შემდეგ იგი ტენესის შტატში ანთროპოლოგთან საცხოვრებლად გაგზავნეს. 2014 წელს ჩანტეკის ცხოვრების შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „ოპოსუმი, რომელიც კოლეჯში გაგზავნეს“. ფილმიდან ირკვევა, რომ ჩანტეკს ბევრი სხვადასხვა უნარ-ჩვევა ჰქონდა გამომუშავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები