LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3M საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

96

ამერიკული კომპანია სამი M საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. აღნიშნული კომპანია მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი კომპანიის რეგიონალურ დირექტორს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააცნო და მთავრობის მხარდაჭერაც გამოუცხადა.

„საერთაშორისო მასშტაბით გლობალური კომპანიების საქართველოსადმი არსებული დიდი ინტერესი საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმების, რეგიონში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული პარტნიორობის შედეგია და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროცესს, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად აქცევს და მოიზიდავს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორსაც წარმოადგენს 3M”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომპანია 3M, აშშ-ს, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 70-მდე ქვეყანაში შვილობილ კომპანიას და 38 ქვეყანაში საწარმოს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები