LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით მოსკოვთან ქართველ ბიზნესმენს ეძებენ

63

ამირან გიორგაძის მძღოლი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ. გიორგაძემ მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკის რაიონში გუშინ ოთხი ადამიანი მოკლა.

საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის თქმით,სამართალდამცავ ორგანოს მძღოლის ადვოკატმა დაურეკა და აცნობა, რომ შოთა ელიზბარაშვილს სურს, საკუთარი ნებით მივიდეს საგამოძიებო უწყებაში. მარკინის ინფორმაციით, ამჟამად მასთან უკვე მუშაობენ გამომძიებლები.

ბიზნესმენმა, რომელიც კრასნოგორსკის რაიონში მშენებლობად აწარმოებდა, 19 ოქტომბერს რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე, იური კარაულოვი და კრასნოგორის ელექტრონული ქსელის ხელმძღვანელი გეორგი კოტლიარენკო მოკლა. მესამე მსხვერპლი კი ქუჩაში გამვლელი გახდა.

მოგვიანებით გიორგაძის სახლში, მოსკოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – მისი ბიზნესპარტნიორის, ტრისტან ზაქაიძის. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ გიორგაძემ თავდაპირველად სწორედ ზაქაიძე მოკლა.

 

სამართალდამცველები მკვლელს ამ დრომდე ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები