LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 დეკემბერს გიორგი მიქაძე ვახტანგ კახიძესთან ერთად კონცერტს გამართავს

67

4 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი გიორგი მიქაძე ვახტანგ კახიძესთან ერთად კონცერტს გამართავს. ღონისძიება ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრშია დაგეგმილი.

გიორგი მიქაძე საინტერესო მუსიკოსია, რომელიც ახლახან, პლანეტის ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, “იამაჰას” არტისტთა რიგებს შეუერთდა. გიორგის უკვე აქვს არაერთი პროექტი, რომელმაც ყურადღება მიიქცია, მათ შორისაა ანსამბლ “ბასიანთან” ერთად მომზადებული პროექტიც, რომელიც ქართული ფოლკის, ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავს წარმოადგენს.

გიორგი მიქაძე აქტიურად მოღვაწეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოში კონცერტები იშვიათად აქვს და 4 დეკემბრის ღონისძიება ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია. გიორგი ორკესტრთან ერთად, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს, კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებს.

https://www.youtube.com/watch?v=c3R8hfKqatc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები