LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 იანვარს საქართველოს პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

203

4 იანვარს, საქართველოს პატრიარქის დაბადების დღე კვლავ გრანდიოზული კონცერტით აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც მის პოსტშია აღნიშნული, 4 იანვარს, ოპერისა და ბალეტის თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამოდან შესული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ოპერის გუნდი. სოლისტები: ლადო ათანელი, ნანა ქავთარაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ირაკლი კახიძე, მარიამ როინიშვილი, სპეციალური მოწვევით, ცნობილი ჩელისტი მიშა მაისკი, ანსამბლები: „ქართული ხმები“, „ფორტე“, დირიჟორები: ნიკოლოზ რაჭველი, ზვიად ბოლქვაძე, სვიმონ ჯანგულაშვილი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/david.okita/videos/1384948864870866/?__mref=message_bubble” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]