LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ოპოზიციური პარტია პროდასავლურ ძალებს პრაიმერის გზით ერთიანი კანდიდტების დასახელებისკენ მოუწოდებს

146

“მივმართავ ზალიკოსაც, ელენესაც, ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ, გამოვალინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი,”  – ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.  ისინი პროდასავლურ ოპოზიცურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, არც ”ნაციონალურ მოძრაობას”, არც ”ევროპულ საქართველოს” და არც ალეკო ელისაშვილს არ უნდა შეეშინდეს გაერთიანების, რადგან მისი  მოსაზრებით, ყველა ადამიანის ერთ გუნდში გაერთიანებით აუცილებლად დამარცხდება კახა კალაძე.

”პირველ ტურში გაიმარჯვებს კალაძე თუ მის თამაშს ავყვებით. კალაძის თამაშს არ უნდა ავყვეთ, უნდა გავერთიანდეთ, ამისთვის დრო არის. მივმართავ ზალიკოსაც, მივმართავ ელენესაც, მივმართავ ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში. ალბათ, ჩვენც გვეყოლება კანდიდატი,”  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოპულალურები