LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 სახის ბანანის ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს ვიტამინებით გაამდიდრებს

10135

უგემრიელესი ტროპიკული ხილი ვიტამინებისა და მკვებავი ნივთიერებების ბუნებრივი განძია. თუმცა, ბანანი არა მხოლოდ ორგანიზმისთვისაა სასარგებლო, არამედ სახის კანისთვისაც, რადგან В-ჯგუფის ვიტამინები – მაგნიუმი და კალიუმი, ასკორბინის და ხილის მჟავა აუმჯობესებს სახის ფერს, კანის მდგომარეობას და დელიკატურად აშორებს მკვდარ უჯრედებს.

* დამამშვიდებელი ნიღაბი სახის კანისთვის – დაუმატეთ ერთ ბანანს ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 4-5 წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის წვენი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაიჩერეთ მასა სახეზე 15 წუთში კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

* დამარბილებელი ნიღაბი შვრიის ფანტელით – აურიეთ ნახევარი ბანანი  ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელთან (საუკეთესო ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ ფანტელი დაფქვათ). ერთგვაროვანი მასა სქელ ფენად წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ კი, ბამბის სველი ტამპონით მოიცილეთ და სახე თბილი წყლით დაიბანეთ. ამგვარი ნიღაბი ეფექტურად არბილებს და ატენიანებს კანს.

* გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი Е ვიტამინით – ნახევარ ბანანს დაუმატეთ 4-5 წვეთი თხევადი Е ვიტამინი და კარგად აურიეთ. გაიჩერეთ სახეზე 10-15 წუთი, ისე რომ დაიცვათ ქუთუთოები, მერე კი, ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.

* მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის – კარგად აურიეთ საშუალო ზომის ბანანი, იოგურტი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. გაიჩერეთ სახეზე 10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი არბილებს კანს და იცავს ანთებითი პროცესებისგან.