LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტი გაიმართება

103

ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება. თბილისის მერიის მხარდაჭერით 4 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლიანა ისაკაძის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი საფესტივალო საღამო და გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ: მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი(ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი). კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

საიუბილეო გალამდე, დედაქალაქში ასევე გაიმართება საქველმოქმედო საღამო სასტუმრო „ბილთმორი“ 2 სექტემბერს. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 3 სექტემბერს მოეწყობა ლიანა ისაკაძის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი სერიის ჩვენება, რომლის რეჟისორიც გახლავთ ალექსანდრე ვახტანგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები