LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თებერვალს თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

48

4 თებერვალს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი საოპერო მომღერლის, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. პროგრამაშია: ჯაკომო პუჩინი „ტოსკა“ – პირველი მოქმედება; რუჯერო ლეონკავალო  „ჯამბაზები“ – მეორე მოქმედება.

მონაწილეობენ: თამარ ივერი, სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძეთბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.დირიჟორი ვიქტორ პლოსკინა (ბელარუსი)

თეიმურა გუგუშვილი საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერ,  საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა და ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.

თეიმურაზ გუგუშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო ვოკალის ფაკულტეტი, 1984 წელს კი ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). 1982 – 83 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლას კალაში სიმიონატოს ხელმძღვანელობით.

1978 წლიდან თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტია. იგი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სოლოსიმღერის კათედრის გამგე.

ის არაერთხელ წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქის, აგრეთვე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე. მომღერალის ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები