LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში ნარკოტიკებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევა დაფიქსირდა

97

2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის და ოპიოიდების მიღების შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლისა და სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათივე ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში (იანვარი-მარტი) თბილისში ჯამში 21 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, მათივე ცნობით, იანვარში დაფიქსირებულია 10 შემთხვევა, თებერვალში – 6, მარტში -5, ხოლო აპრილში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება რეგიონებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, მცხეთა-მთიანეთში მხოლოდ ერთი შემთხვევა, თებერვალში დაფიქსირდა. 2018 წელს 3 შემთხვევაა დაფიქსირებული შიდა ქართლში (იანვრის თვე).

რაც შეეხება ოპიოიდების მიღების შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, მწვავე ინტოქსიკაციას და სტაციონარულ დაწესებულებებში მოთავსების სტატისტიკას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2018 წლის 4 თვეში (იანვარი-მარტში) ჯამში 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, იანვარ-თებერვალში 8-8 შემთხვევა, მარტში 11, ხოლო აპრილში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სხვა რეგიონებში ზემოთხსენებული დიაგნოზებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ აღრიცხულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები