LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34 %-ით გაიზარდა

80

2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1,208,430 მგზავრი, რაც 34 % – ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (903,878 მგზავრი).

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა: 2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,020,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (754,783 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2018 წლის ოთხ თვეში, მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104,082 მგზავრს მოემსახურა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 118,433 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68,261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 59 % -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (42,983 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,632 მგზავრმა ისარგებლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები