LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის პრინცი ჯორჯი სკოლაში წავა, სამეფო ოჯახი ლონდონში გადადის

68

ივლისში ბრიტანელი პრინცი ჯორჯი 4 წლის ხდება, სექტემბერში კი ის უკვე მოსწავლე გახდება. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადადიან, სადაც მათი უფროსი შვილი სკოლაში ივლის.

წყვილი შვილებთან ერთად სამი წლის მანძილზე ნორფოლკში ცხოვრობდა, ჯორჯი კი 2016 წელს საბავშვო ბაღში Westacre Montessori School Nursery დადიოდა. კენსინგტონიდან გადასვლის შემდეგ პრინცს სულ სხვა ცხოვრება ელის.

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის პრესსამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშობლებმა უკვე გადაწყვიტეს, რომელ სკოლაში შეიყვანენ ჯორჯს. ბავშვი სექტემბრიდან ლონდონის სკოლაში Thomas’s Battersea წავა, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობენ.

სკოლის დირექტორმა ბენ ტომასმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა სამეფო ოჯახს მათი სკოლის არჩევისთვის. უილიამი და ქეითი სწავლისთვის წელიწადში 23 ათას დოლარს გადაიხდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები