LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400 მილიონი მესისთვის: სიტი არ ნებდება და ფულს ამზადებს

32

 

”მანჩესტერ სიტი” მზადაა ლიონელ მესის სანაცვლოდ ”ბარსელონას” 400 მლნ ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ”AS” ავრცელებს, რომლის ცნობით, ”ქალაქელთა” არაბი მეპატრონეები უკვე ამზადებენ ფულს და საჭირო დოკუმენტაციას, თანაც ინარჩუნებენ კონტაქტს არგენტინელის უახლოეს გარემოცვასთან.

”ბარსელონას” პრეზიდენტის, ხოსეპ ბარტომეუს განცხადებით, მესიმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა აღნიშნული ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. არგენტინელს ”ბლაუგრანასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები