LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 116 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო

25

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 44% (5537261), რუსეთი – 95% (33243157), უკრაინა – 54%(5322683), პოლონეთი – 14% (1869852), ლატვია – 36% (1141778), ბელარუსი – 34% (1054994), აშშ – 81% (346398), გერმანია – 28% (286156), ისრაელი – 305% (170834), მონღოლეთი – 182% (112710), საფრანგეთი – 321% (96790), აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები