LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

45 წლის კომიკოსი მსახიობისა და მისი 19 წლის შეყვარებულის ფოტოებმა ხალხი აღაშფოთა

140

ცნობილი კომიკოსი მსახიობის, დეინ კუკისა და მისი 19 წლის გერლფრენდის, კელსაი ტეილორის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აღაშფოთა. გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 45 წლის კომედიანტი და მასზე 26 წლის უმცროსი შეყვარებული დროს ჰავაიზე ატარებენ. კადრებიდან ჩანს, რომ წყვილს ასაკობრივი ზღვარი არ აწუხებს და ისინი გრძნობებს არ მალავენ. კუკსა და ტეილორს საცურაო კოსტუმები აცვიათ და უქმეებს რომანტიკულად ატარებენ. ამ ფოტოებმა საზოგადეობაში აღშფოღება გამოწვია. თითქმის ყველა კომენტარი კუკის წინააღმდეგაა მიმართული.

წყვილმა ერთმანეთი 2017 წლის დასაწყისში გაიცნო და რომანიც მალევე გაჩაღდა. მას მერე დეინ კუკსა და კელსაი ტეილორს ერთად ხშირად ვხედავთ, შეყვარებულები ხშირად უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს სოციალურ ქსელებშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები