LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 000 ვაკანტურ ადგილზე 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

111

პირველადი მონაცემების მიხედვით, 2018 წელის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს, მათი რაოდენობა 47 ათასს აჭარბებს.

წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი საგრანტო კონკურსისთვის 45 ათასზე მეტმა სტუდენტმა, 12 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა და 21 ათასამდე მასწავლებელმა და პედაგოგობის მსურველმა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისის ჩათვლით აბიტურიენტებს საშუალება აქვთ დაამატონ / ჩაანაცვლონ საგანი და შეცვალონ ზოგადი უნარების გამოცდის ენა. ასეთივე ცვლილების განხორციელებას 15 მაისამდე შეძლებენ მაგისტრანტობის კანდიდატებიც. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა ან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა წელს უკვე აპელაციების შედეგის გამოცხადებამდე, სავარაუდოდ 15 აგვისტომდე შეეძლებათ.

გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაზუსტებული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები