LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსი იდეალურ ფორმაშია

97

47 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსი პაპარაცებმა ტელეარხ ABC-ის სტუდიასთან დააფიქსირეს, სადაც ის ჯიმი კიმელის შოუს ჩასაწერად მივიდა. მსახიობს ტყავის მომდგარი კაბა ეცვა, ღრმა ჭრილით, ფეხზე კი Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი – ვარსკვლავი უზადოდ გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კეტრინი ბრაიან მერფის ახალ სერიალში მონაწილეობს, ხოლო პარტნიორობას მას ჯესიკა ლენგი და სიუზან სარანდონი უწევენ. ეს უკანასკნელები მე-20 საუკუნის კინოვარსკვლავების – ჯოან კროუფორდისა და ბეტ დევისის როლებს ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები