LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის უმა თურმანი საცურაო კოსტიუმში კარიბის ზღვის სანაპიროზე (ფოტო)

650

მას შემდეგ, რაც უმა თურმანი მაყურებელმა 90-იანი წლების გახმაურებული ფილმით „კრიმინალური საკითხავი“ გაიცნო, მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. მსახიობი არა ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში ახალი როლებითაც, თუმცა, ასეთი წარმატება მას არ ჰქონია. თურმანი ხშირად გამოირჩევა პროვოკაციული განცხადებებით, სკანდალებით პირად ცხოვრებაში და რთული ურთიერთობებით რეჟისორებთან. ეს ყველაფერი მაინც არ უშლის ხელს 47 წლის ლამაზმანს გამორჩეულად გამოიყურებოდეს. ამჯერად უმა თურმანი კარიბის ზღვის სანაპირზე, სენ-ბართელმის კუნძულზე იმყოფება, სადაც შვებულებას მარტო ატარებს.

პაპარაცებმა ჰოლივუდის მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა ის მარტო ისვენებდა. ზღვაში ბანაობის შემდეგ მსახიობმა სანაპიროზე გადაინაცვლა და კოქტეილით ხელში ადევნებდა თვალს დამსვენებლებს. 47 წლის მსახიობს ნაცრისფერი საცურაო კოსტიუმი ეცვა და ასაკის მიუხედავად, შეუდარებელ ფორმაში იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები