LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის ჯენიფერ ლოპესის ტრიუმფი სცენასა და წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

96

გასულ კვირას ცნობილმა გამოცემამ Time 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მოექცა. ამის გამო მომღერალი და მსახიობი გამოცემის გარეკანის მთავარი გმირიც გახდა. ამჯერად კი რედაქციამ შერჩეულ ასეულსა და ჟურნალისტებს სპეციალურ ღონისძიებაზე უმასპინძლა, სადაც წითელი ხალიჩის მთავარი გმირი ჯენიფერ ლოპესი გახდა.

48 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა „ზუჰაირ მურადის” ოქროსფერ, დეკოლტირებულ სექსუალურ კაბაში, რომელიც „ჯიმი ჩუს” ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ლოპესი ჟურნალისტებთან ბოიფრენდის, ალექს როდრიგესის თანხლებით გამოჩნდა.

სპეციალური გალა ივენთი ლინკოლნის ცენტრში გამართული კონცერტით გაგძელდა, სადაც ჯენიფერ ლოპესმა საზოგადოებას თავის პოპულარული ჰიტები გაახსენა. სცენაზე ლოპესმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა და ნახევრად შიშველმა ცეცხლოვანი პერფორმანსი შესთავაზა მაყურებელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები