LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის კაილი მინოუგი არაჩვეულებრივ ფორმაშია

567

ამ დღეებში კაილი მინოუგი ლონდონის ერთ-ერთ დახურულ საღამოს სტუმრობდა, სადაც საახალწლო ალბომიდან რამდენიმე ჰიტი უნდა შეესრულებინა. მომღერალს კომპანიონობას თავისი ბოიფრენდი, ჯოშუა სასა უწევდა.

სპეციალურად გამოსვლისთვის კაილიმ ეფექტური ტანსაცმელი მოიხდინა: შავი ბრჭყვიალა შარვალი და პიჯაკი, თეთრი პერანგი და ჰალსტუხი. ამ ჩაცმულობას კაილიმ ოქროსფერი ფეხსაცმელი და საყურე შეურჩია.

48 წლის ვარსკვლავს სადა ვარცხნილობა და მაკიაჟი მეტ ხიბლს სძენდა. მომღერალი  არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია მისი და ჯოშუა სასის საიდუმლო ქორწილის შესახებ. ინსაიდერების ცნობით, წყვილს არ სურდა ცერემონიის დეტალების აფიშირება და ის დამალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები