უინძორების ოჯახის წევრები უკვე დიდიხანია არღვევენ ტრადიციულ 5 წესს, რომელიც საზოგადოებაში ქცევის წესებს არეგულირებს – წერს BBC თავის სტატიაში.
ადრე ამ წესებს მკაცრად იცავდნენ და ოჯახის წევრების ქცევას მკაცრად აკონტროლებდნენ.
სამეფო ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება დაარიგონ ავტოგრაფები და გადაიღონ სელფი ხალხთან. მიიჩნევა, რომ მათი ხელმოწერის გაყალბება შემდგომ თაღლითებს შეუძლიათ.
მონარქის ოჯახის წევრზე ფიზიკური შეხება შეუძლებელია, სანამ ის თვითონ არ გამოგიწოდებთ ხელს. უინძორების ახალი თაობა, არღვევს წესს. ეს პრინცესა დიანას დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის ეხებოდა ჩვეულებრივ ადამიანებს.
ოჯახის წევრების ერთად მოგზაურობა სარისკო იყო და შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო, ამიტომ ცალ-ცალკე მოგზაურობა ძალიან მკაცრი წესი იყო. თუ ოჯახის ერთ წევრს რამე დაემართებოდა, არსებობდა მეორე, რომელიც შეძლებდა საქმის გაგრძელებას.
სამეფო ოჯახის წევრი მამაკაცები არ ატარებენ ნიშნობის ბეჭედს, თუმცა პრინცი ჰარი არღვევს ამ ტრადიციას.
სამეფო ოჯახის წევრები არ ქორწინდებიან იმათზე, ვინც უკვე იყო ქორწინებაში, თუმცა ბოლო თაობამ ეს კანონი უკვე ორჯერ დაარღვია. პრინცესა დიანას ყოფილი ქმარი პრინცი ჩარლზი ჰერცოგინია კამილაზე დაქორწინდა, მას შემდეგ რაც ის თავის ქმარს გაშორდა. მეგან მარკლიც ასევე იმყოფებოდა ქორწინებაში, თუმცა მოგვიანებით ის მეუღლეს გაშორდა.