LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ჩვეულება, რომელიც გაგაბედნიერებთ

199

ბედნიერების ძიებაში ყველა საკუთარ გზას ირჩევს, თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა უნივერსალური რეცეპტი „ბედნიერების“ მოსაპოვებლად. გთავაზობთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც ბედნიერებას თუ არ მოგიტანთ, მისი მიღწევის სწორ გზას მაინც გაჩვენებთ.

დილის ყავა – მართალია, უზმოზე ყავის მირთმევა ნაკლებად სასარგებლოა, მაგრამ ბევრისთვის, დილა არომატული სასმელის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია და მთავარი არა კოფეინი, არამედ სასიამოვნო რიტუალი, რამდენიმე მშვიდი წუთი, ცოტა არომათერაპია და ერთგვარი მედიტაციაა.

ნაკლები შაქარი – წიგნში „კვირაში ერთი ჩვეულება“ ბრეტ ბლუმენტალი ამტკიცებს, რომ შაქარი „გონების მკვლელია“ და არც ცდება, რადგან თუ მაქსიმალურად შეზღუდავთ ტკბილის მიღებას, კუჭის არასასიამოვნო სიმძიმესაც დაივიწყებთ და გონებაშიც ყველაფერი მოწესრიგებდა. ჩაანაცვლეთ შაქარი თხილით, არაქისის პასტით ან ხილით და ბედნიერებას ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებაც მოგიტანთ.

მუსიკის მოსმენა – მეცნიერები დიდი ხნია ამტკიცებენ, რომ მუსიკის პოზიტიურ გავლენას ადამიანი ჯერ კიდევ დაბადებამდე განიცდის, ახალდაბადებულს მუსიკა ამშვიდებს, გონების განვითარებასა და სწრაფად ჩაძინებაში ეხმარება, ზრდასრულ ასაკში კი, შრომისუნარიანობას, განწყობას ამაღლებს და როგორც აღმოჩნდა ბედნიერებაც მოაქვს. აქციეთ მუსიკა ცხოვრების ნაწილად, გაამრავალფეროვენ საკუთარი მუსიკალური გემოვნება და განსხავვებული მუსიკა ემოციასაც განსხვავებულს გაჩუქებთ.

ადრე ადგომა – რა თქმა უნდა, არაა  აუცილებელი დილის 6 საათზე წამოვარდნა, მაგრამ არც შეადღემდეა ძილი საჭირო, რადგან სწორედ ბიოლოგიური საათის არევა ხდება მუდმივი მოთენთილობის და უხასიათობის მიზეზი. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, დაიძინეთ და გაიღვიძეთ დროულად, შეასრულეთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნაწილში, საღამოს კი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ.

ნაკლები ჭორაობა – არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერების ექსპერიმენტმა დაადასტურა,  რომ ის, ვინც სერიოზულ თემებზე საუბრობს, ბევრად ბედნიერია, ვიდრე ის, ვინც გაუთევებლად სხვაზე ჭორაობს. იმეგობრეთ ინტელექტუიალებთან, შეარჩიეთ სასაუბროდ საინტერესო, სერიოზული თემები, ნაკლებად განიხილკეთ სხვისი ცხოვრების წვრილმანები და დარწმუნდებით, რომ საკუთარი ცხოვრებითაც კმაყოფილი ხართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები