LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 დაბრკოლება ახალი ურთიერთობის დასაწყებად

62

ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია, საკმაოდ ახალგაზრდა ხართ, თავისუფალი და აქტიურად ეძებთ ახალ ურთიერთობას, მამაკაცები ყურადღებას გაქცევენ და თქვენც ყურადღებით პასუხობთ… მაგრამ  არაფერი გამოდის და მართალია, ოროვე სერიოზულად ხართ განწყობილი, მაგრამ ურთიერთობა მაინც არ ეწყობა. თუ გაინტერესებთ სადაა მთავარი პრობლემა, უკეთესია ძებნა საკუთარი თავიდან დაიწყოთ, რადგან მხოლოდ თავად შეგიძლიათ საკუთარ თავის შველა.

* დაუსრულებელი ურთიერთობა – ვერასდროს შეძლებთ შეყვარებას თუ ძველ ურთიერთობას არ დაასრულებთ. თუმცა, ურთიერთობის დასრულება არ ნიშნავს დაშორებას, რადგან თუ  ვერ ივიწყებთ წყენას, არ შეგიძლიათ პატიება ან უბრალოდ არ ხართ დარწმუნებული აუცილებელი იყო თუ არა დაშორება, ე.ი. ურთიერთობა არ დასრულებულა. ზოგჯერ სასიამოვნო მოგონებასაც შეუძლია ვითომ დასრულებული რომანის შეხსენება და ცხოვრების ახალი თანამგზავრის ძებნაში ხელის შეშლა.

გამოსავალი – დაასრულეთ ძველი ურთიერთობა და მისწერეთ „ყოფილ სიყვარულს წერილი“, აპატიეთ ყველა ბოროტება, მადლობა გადაუხადეთ სიკეთისთვის და უსურვეთ პირადი ბედნიერება. თუ ვერ ახერხებთ ძველი ურთიერთობის დავიწყებას, საკუთარ თავთან გაარკვიეთ მიზეზი, რადგან სანამ არ გაერკვევით, არანაირი რჩევა არ გამოგადგებათ.

* თავისუფლების დაკარგვის შიში – თუ მიჩვეული ხარ მარტო ცხოვრებას, საკუთარ თავზე ზრუნვას და რაც მთავარია ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას, მაშინ საკუთარ ცხოვრებაში დადებითს უფრო მეტს ხედავთ ვიდრე უარყოფითს, თუმცა ხვდებით, რომ სიყვარული მაინც გჭირდებათ. ეძებთ, პოულობთ, მაგრამ მაშინვე ხელს ჰკრავთ მამაკაცს, როცა ის თქვენი კომფორტის ზონის უხილავ საზღვარზე აბიჯებს. თავადაც ვერ ხვდებით, რატომ მოხდა ასე, რადგან გუშინ თითქოს ყველაფერი კარგად იყო, დღეს კი, ოცნებობთ წავიდეს და არასდროს აღარ მოვიდეს.

გამოსავალი – მანამდე გაიცანით მამაკაცი სანამ ის ზედმეტად ახლოს მოვა. სხვათაშორის, ყველა მამაკაცი არ ცდილობს დომინირებას და ყველას არ სჭირდება წამყვანის როლი ურთიერთობაში. გარდა ამისა, შესაძლოა ისიც დამოუკიდებელ ცხოვრებასააა მიჩვეული და ეშინია თავისუფლებას დაკარგვა. დაიჯერეთ, რომ არავინ ცდილობს თქვენს შეზღუდვს და დამორჩილებას, რა თქმა უნდა, თუ ტირანთან არ აპირებთ ცხოვრებას და თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი ახალი  ურთიერთობასკენ.

* თვითშეფასების პრობლემა – დაბალ თვითშეფასებას ყოველთვის სავალალო შედეგები ახლავს, რადგან გეჩვენებათ, რომ მამაკაცისთვის არაფრის შეთავაზება არ შეგიძლიათ, გგონიათ რომ არაფერში ჭირდებით და ყოველთვის თავისუფლად მონახავს თქვენზე უკეთესს.

გამოსავალი – სასწრაფოდ უნდა დააღწიოთ თავი მოჯადოვებულ წრეს! დროა ხელში აიყვანოთ საკუთარი თავი და შეიცვალოთ, ისწავლოთ თავის დაფასება, დაიჯეროთ, რომ უნიკალური ხარ და მხოლოდ მერე დაიწყოთ ახალ ურთიერთობაზე ფიქრი!

* მშობლების ცუდი მაგალითი – თუ ჯერ არ დაწყებულ ურთიერთობას გაუცნობიერებლად მშობლების ცხოვრების ნეგატიურ გამოცდილებას ადარებთ, დიდხანს გექნებათ მცდარი წარმოდგენა მამაკაცებზე. მშობლების უიღბლო ქორწინება ყოველთვის ცუდი მაგალითია და მაშინაც კი, თუ ბედნიერ წყვილს ხედავთ და თითქოს გჯერათ მყარი ურთიერთობის, საკუთარ თავთან დარჩენილს, ყოველთვის მშობლების უთანხმოება გახსენდებათ და ფიქრობთ, რომ თქვენც იგივე გელით.

გამოსავალი – თუ არა გსურთ მიმართოთ ფსიქოლოგს, შეადარეთ  საკუთარი ცხოვრება დედისას. იმ შემხვევაში თუ საერთოს ვერაფერს პოულობთ, მაშინ არც მამაკაცთან ურთიერთობაში მძიმე გამოცდილების გამეორებაა აუცილებელი, იმ შემთხვევაში კი, თუ ბევრი გაქვთ საერთო, გამოიყენეთ ცუდი მაგალითი თქვენს სასიკეთოდ და აღარ გაიმეოროთ იგივე შეცდომები.

* გათხოვების სურვილი – როგორც არ უნდა სცადოთ დამალვა, მამაკაცი ყოველთვის სწრაფად ხვდება თქვენს სურვილს გათხოვდეთ სწრაფად და შეშინებული გარბის, რადგან ვერ ხვდება თავად ის გჭირდებათ თუ უბრალოდ გათხოვილის სტატუსი. რა თქმა უნდა, არც თვითონ ისურვებდით იმ მამაკაცის ცოლობას, რომელსაც მხოლოდ დაოჯახებულის სტატუსი სჭირდება.

გამოსავალი – ნუ იჩქარებ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფებს რომლებიც დიდი ხანია არ გასვენებენ უაზრო შკითხვებით:, „რატომ არ თხოვდები, რას ელოდები, შენს ტოლებს უკვე ოჯახები აქვთ“ და ა.შ. არ აჰყვეთ სხვის შეძახილს, დაიცავით საკუთარი საზღვრები, ნუ მისცემთ ნურავის თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას და მხოლოდ იმ მამაკაცთან იფიქრეთ სერიოზულ ურთიერთობაზე, ვინც მართლა გიყვართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები