LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-დან 35 ლარამდე: საქართველო-ავსტრია უკვე იყიდება

45

საქართველო-ავსტრიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. თბილისში, “დინამო არენაზე” ვლადიმირ ვაისის გუნდი ავსტრიას დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრები შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს 29 აგვისტოდან დაიწყებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩის: საქართველო-ავსტრია, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე tkt.ge/georgiavsaustria შეუძლია.
ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენასა და ფილარმონიის სალაროებში, მოგვიანებით, 29 აგვისტოდან დაიწყება.

თამაში 5 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

tik

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები