LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფაქტორი, რომელიც შესაძლოა, ონკოლოგიურ დაავადებაზე მიგანიშნებდეთ

576

ქალის რეპროდუქტიული სისტემა საკმაოდ ღრმადაა ორგანიზმში მოთავსებული,   ცვლილებები არც ისე ადვილი შესამჩნევია და სათანადო მკურნალობაც ხშირად გვიანდება. საშვილოსნოს ყელის სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული საშიში დაავადებაა, თუმცა მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყებით თავისუფლად შეიძლება მისი დამარცხება. განგაში უნდა ატეხოთ იმ შემთხვევაში, თუ…

* თუ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი გაწუხებთ და სისხლდენა გაქვთ. სიმსივნის უჯრედები საშვილოსნოს ყელის კედლებზე ვითარდება, ამიტომ ხშირია მათი გამოშრობა, მოულოდნელად გახეთქვა და სწორედ ეს იწვევს ტკივილს და სისხლდენას.

* თუ უჩვეულო გამონადენი გაქვთ. საშვილოსნოს ყელში სიმსივნის უჯრედების გამრავლება საშვილოსნოს ქსოვილის შლას იწვევს, რომელიც ერთგვარ უფერო სითხედ გამოედინება.

* თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ, აჩქარებული გაქვთ პულსი და არ გაქვთ ჭამის მადა – ყველაფერი ეს ანემიის ნიშნებია, რომელიც თავისუფლად შეიძლება განვითარდეს სიმსივნის და შინაგანი სისხლდენის ან კუჭზე ზეწოლის გაზრდის დროს.

* თუ გტკივათ ან შეგიშუპდათ ფეხები. სიმსივნე ავიწროვებს ყველა ორგანოს, მათ შორის სისხლძარღვებსაც, რაც წელსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები