LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 გარდაცვლილი, 40-მდე დაჭრილი – ბრიტანეთში ახალ ტერაქტებს არ გამორიცხავენ

44

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, დაიჭრა 40-მდე. პოლიცია მიიჩნევს, რომ ბოროტმოქმედს, რომელიც მანქანით ხალხში შეიჭრა ვესტმინსტერის ხიდზე და პოლიციელი დაჭრა, შესაძლოა, რადიკალ ისლამისტებთან ჰქონოდა კავშირი.

გუშინ გვიან ღამით სკოტლენდ-იარდის კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელმა მარკ როულიმ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედის ვინაობა დადგენილია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„ტერორისტების გეგმა ნათელია – შექმნან შიშის ატმოსფერო,“ – განაცხადა როულიმ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარი შემზარავ თავდასხმად შეაფასა. ტერაქტიდან სულ ცოტა ხანშივე მეიმ განსაკუთრებულ სიტუაციათა სამთავრობო კომიტეტის სხდომა მოიწვია.

„თავდასხმის ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული. ტერორისტმა გადაწყვიტა, დარტყმა ლონდონის ყველაზე ცენტრალურ ადგილას განეხორციელებინა, სადაც იკრიბებიან ყველა ეროვნების, აღმსარებლობისა და კულტურის ადამიანები, სადაც თავისუფლება და დემოკრატია ზეიმობს,“ – განაცხადა მეიმ ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ.

პრემიერის თქმით, ტერორიზმის საშიშროების დონე ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები