LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 გარდაცვლილი, 50 დაშავებული – შემზარავი კადრები ტეხასიდან

64

სულ მცირე 5 გარდაცვლილი და 50 დაშავებული – აშშ, ტეხასის შტატი ძლიერმა ტორნადომ დააზარალა.

შტორმი ქალაქ კანტონს დაატყდა თავს. ტორნადომ კანტონის მიმდებარე ქალაქებიც დააზარალა.

კადრებში, რომელიც ადგილობრივმა ტელეკომპანიამ გადაიღო, ჩანს ფესვიანად ამოთხრილი ხეები, გადაბრუნებული მანქანები, დანგრეული სახლები.

ამასთან, კანტონში დაზიანდა საწყობი, რის შედეგადაც დაუდგენელი ქიმიკატების გაჟონვა მოხდა.

ტეხასი მდებარეობს რეგიონში, სადაც ტორნადო ძალიან ხშირია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები