LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მითი საკეისროს შესახებ, რომელიც სიმართლეს არც შეესაბამება

442

საკეისრო კვეთა ის სამედიცინო ჩვენებაა, რომელიც ხანდახან აუცილებელია მშობლისა და ბავშვის უსაფრთხოებისთვის. ყველა ექიმი ცალსახად ამბობს, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთა არ უნდა ჩატარდეს. რეალურად რა განასხვავებს ქირურგიულ მეთოდს ფიზიოლოგიური მშობიარობისგან და გამყარებულია თუ არა სამედიცინო კვლევით ის მოსაზრებები, რომელიც საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების შესახებ არსებობს.

5 გავრცელებული მითი საკეისრო კვეთაზე, რომელიც აბსურდულია და სიმართელს არ შეესაბამება:

საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები ჰიპერაქტიულები არიან

კვლევები აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში, თუმცა ძალიან იშვიათად საკეისროა შესაძლოა გახდეს ბავშვებში ჰიპერაქტიულობისა და ყურადღების დეფიციტის მიზეზი. თუმცა ეს სინდრომი ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებშიც ხშირად გვხვდება და ადეკვატური მიდგომის შემთხვევაში ალაგებადია.

საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს აღზრდის სპეციალური პროგრამა სჭირდებათ
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ გზით დაბადებული ბავშვები აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვითარდებიან. თუ ბავშვს განვითარების მხრივ შეფერხება აქვს, პრობლემა სხვა გარემოებებში უნდა ვეძიოთ.

საკეისრო გზით დაბადებული ბავშვები ფიზიკურად უფრო სუსტები არიან

ეს მითიც შორსაა რეალობისგან. ცხადია, ქირურგიული გზით დაბადებულმა ბავშვებმა შესაძლოა უფრო გვიან მიიღონ ჟანგბადი და ამან მოგვიანებით გამოიწვიოს პრობლემები ნერვული სისტემის განვითარების კუთხით, მაგრამ ეს ძალიან საკამათო საკითხია. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, თუ ბავშვს აქვს გენეტიკური განწყობა  ნერვული პათოლოგიების მიმართ, საკეისრო კვეთამ შესაძლოა ამის პროვოცირება მოახდინოს.

საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უფრო ხშირად ტირიან

ფიზიოლოგიური მშობიარობისას ბავშვი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს  ნერვული სისტემის ადაპტირებას გარემოსთან. საკეისრო გზით დაბადებული ბავშვები სამშობიარო პროცესში სტრესს არ განიცდიან. ამდენად მათი ნერვული სიტემა მიძინებულ მდგომარეობაშია. ამდენად მათი ადაპტირება გარე ფაქტორებთან უფრო გვიან ხდება. ის, რომ ჩვილები სიცოცხლის პირველ თვეებში უფრო ბევრს ტირიან, უამრავ სხვა ფაქტორზეცაა დამოკიდებული, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კოლიკაა (გაზების დაგროვება), რომელიც თითქმის ყველა ჩვილს აწუხებს.

საკეისრო კვეთის დროს დედას შესაძლო არ ჰქონდეს რძე და ეს ცუდია ბავშვისთვის

მართლაც შესაძლოა მოხდეს ისე, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ დედას ლაქტაციის პრობლემა შეექმნას. გართულებული ოპერაციების შემდეგ კი მშობიარეს ანტიბიოტიკები ენიშნება, რომლის დროსაც რძის მიცემა ასევე არაა რეკომენდებული. თუმცა, მსგავსი გართულება შესაძლოა ფიზიოლოგიური მშობიარობასაც ახლდეს. ამდენად ამის არგუმენტად მოყვანა ასევე მითი უფროა, ვიდრე რეალობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები