LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მლნ და 4 ვარსკვლავი: ბათუმში ახალი სასტუმრო გაიხსნა (ფოტოები)

309

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გაიხსნა.

6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სასტუმროსთვის 5,000,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეიდან 40-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმებდა.

შენობაში განთავსებულია 50 სასტუმრო ნომერი, ლობი ლაუნჯი, კაფე ‘Terrace 7 Bar’ სასტუმროს ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და ღია აუზი.

სასტუმროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წარმატებული პროექტი უწოდა.

„ძალიან მიხარია, რომ მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. Best Western Plus-ი გემოვნებით შესრულებული ინფრასტრუქტურაა. მინდა მივულცო ყველას. ჩვენ ყოველკვირეულად ვხსნით სხვადასხვა სასტუმროს და ობიექტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 4200-მდე კერძოდ ოპერირებულ სასტუმროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები