LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მშვენიერი ფილმი ქალბატონებისთვის

„ბინძური ცეკვები“ (Dirty Dancing)– მდიდარი გოგონას ისტორიაზე, რომელსაც ახალგაზრდა, სიმპათიური მოცეკვავე უყვარდება, მთელი მსოფლიო გიჟდება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის წყვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი სიყვარული ნებისმიერ გამოცდას უძლებს და ყველა ცრურწმენას ამარცხებს.

„ლამაზმანი“ (Pretty Woman)– ცნობილი ამერიკელი რეჟისორის გარი მარშალის მელოდრამა უნიკალურია, რადგან მეძავის რომანტიკულმა ისტორიამ არა თუ გაკიცხვა, არამედ კრიტიკოსების და რაც მთავარია, ქალბატონების მოწონება დაიმსახურა მთელ მსოფლიოში, რადგან ჯულია რობერტსის პერსონაჟმა ვივიენ უორდმა ყველაზე უკეთ მოახერხა სტერეოტიპების დამსხვრევა, ნამდვილი თავისუფლებისა და ბედნიერების მოპოვება.

„მისს კონგენიალურობა“ (Miss Congeniality)– დონალდ პეტრის კომედიაში სანდრა ბულოკის პერსონაჟს არა მამაკაცების თაყვანისმცემა, არამედ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აგენტად მუშაობა მატებს თვითრწმენას, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში აღმოჩენილი, ხვდება, რომ ძალიან მობეზრდა ძლიერი ქალის იმიჯი და მზადაა ცვლილებებისთვის.

„ადელაინის ასაკი“ (The Age of Adaline) – ლი ტოლანდ კრიგერის ფილმი ბლეიკ ლევაინის მონაწილეობით ქალის ისტორიაა, რომელიც საგულდაგულოდ მალავს გრძნობებს და  გაუცნობიერებლად მთელი ცხოვრება ნამდვილ ქალს ეძებდა საკუთარ თავში.  ფილმი პირველ რიგში მათთვისაა, ვინც საკუთარ სამყაროშია ჩაკეტილი და არ სურს ხელოვნურად შექმნილი კომფორტის ზონის დატოვება.

„შოუს გოგონები“ (Showgirls) – პროვინციელი გოგონას ისტორია, რომელიც უზარმაზარ მეგაპოლისში გამდიდრებისა და აღიარების მოსაპოვების სურვილით ჩადის – საკმაოდ გაცვეთილი სიუჟეტია, თუმცა პოლ ვერჰოვერნის დრამაში თემა ახლებურადაა გახსნილი, რადგან მართალია, მთავარი პერსონაჟი სტრიპტიზის მოცეკვავეა და სწორედ ასე ცდილობს შოუ-ბიზნესის სამყაროში თვითდამკვიდრებას, მაგრამ ცოტა თუ გაბედავს მის გაკიცხვას ან დადანაშაულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები