LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ

1349

სამყარო ბავშვისთვის დაბადებისთანავე არის ფერადი და ჯადოსნური, უფროსები კი ცდილობენ, მათ ცხოვრება კიდევ უფრო გაულამაზონ.

გაეროს ბავშვთა ფონდმა მსოფლიოს 29 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვიათ, სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ბავშვები. გაირკვა 5 ქვეყანა, რომელიც ბავშვებისთვის ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე.

ჰოლანდია

flowers-and-children-web-jpg

კვლევების თანახმად, ჰოლანდიაში ბავშვების ბედნიერებისთვის ყველაზე მეტად ზრუნავენ. თავად – ახალგაზრდა ოჯახების ბედნიერებისთვის კი ქვეყანაში დამსაქმებლები, სხვადასხვა სოციალური სამსახური და მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

ჰოლანდიაში ბავშვის დაბადების შემდეგ მშობელს არა მხოლოდ დეკრეტული შვებულების აღების საშუალება აქვს, არამედ, შეუძლია, არასრული სამუშაო გრაფიკით იმუშაოს მანამ, სანამ ბავშვი 4 წლის გახდება. დამსაქმებელს მისთვის უარის თქმის, ანდა სამსახურიდან გაშვების უფლება არ აქვს.

შესაბამისად, ბავშვებს აქვთ საშუალება, დაბადებიდან მშობლებთან ერთად იყვნენ ყოველდღიურად.

ამასთან, ქვეყანაში ბავშვის სურვილებს მშობლები ყოველთვის ითვალისწინებენ – მაშინაც კი, როდესაც მათი შვილი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა.

 

ფინეთი

finland-banner

ფინეთში ბავშვის ემოციურ განვითარებას ძალიან დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით უდგებიან. ფინელები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, ან წარუმატებლობა ვინმეს აძლიერებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ფინეთის ყველაზე კარგი მოქალაქეები იქნებიან ბავშვები, რომლებიც მცირე ასაკიდან გრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას და უნიკალურობას. ამიტომ, ფინელი ბავშვები ბედნიერად იზრდებიან და ვითარდებიან შეფასებების სისტემის გარეშე. მათ არ ყოფენ „კარგ“ და „უარეს“ კატეგორიებად, განსაკუთრებულებად და ნაკლებად გამორჩეულებად. ბავშვებს არცერთი კუთხით არ აფასებენ, ისინი უბრალოდ უყვართ, უხარიათ მათი წარმატებები.

მეშვიდე კლასამდე მოსწავლეები არ აბარებენ გამოცდებს, არ აქვთ საშინაო დავალებები და შეფასების სისტემა.

 

ბელგია

o-HAPPY-CHILDREN-facebook

ბელგიაში ვერასოდეს გაიგებთ დედის ან ბებიის ყვირილსა და მითითებებს : „ნუ დარბიხარ გუბეებში, თორემ ფეხები დაგისველდება!“ „არ ჭამო თოვლი, გაცივდები!“ ბავშვები ბელგიაში არიან აბსოლუტურად დამოუკიდებლები, გადაწყვეტილებებს იღებენ თავად.

ზოგს აღზრდისადმი ასეთი მიდგომა არ მოწონს, თუმცა ბელგიელი მშობლები და ბავშვები  კმაყოფილები არიან. უფროსები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებელი ცხოვრება რაც შეიძლება ადრე. არ გაგიკვირდეთ, თუ ბელგიაში თქვენთან მოვა ბავშვი და სახის სერიოზული გამომეტყველებით გაგიბამთ საუბარს.

ბავშვის ინიციატივებს ბელგიაში ყოველთვის დადებითად ხვდებიან, დანაშაულის ჩადენის გამო კი სიტყვიერადაც არ სჯიან.

 

ნორვეგია

2009barn01

ნორვეგია ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც დედობისთვის და ბავშვის გაზრდისთვის სახელმწიფო საუკეთესო პირობებს ქმნის.

ქვეყანაში არა მხოლოდ გამორიცხავენ აღზრდისას ყოველგვარ სიმკაცრეს, არამედ გოგონებსა და ბიჭებს საერთოდ არ ყოფენ ერთმანეთისგან. ბედნიერი ნორვეგიელი ბავშვები თამაშობენ ისე, როგორც სურთ და ვერც კი აწრმოიდგენენ, რომ სადღაც მათ თანატოლებს მოუწოდებენ – მოიქცნენ ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, ან  –  ბიჭური თამაშები გოგონების საქმე არ არის.

ნორვეგიაში არცერთ ბიჭს უკრძალავენ ითამაშოს თოჯინებით, ან გაერთოს მძივების აწყობით, გოგონებს კი ასევე თავისუფლად შეუძლიათ, შეაგროვონ პისტოლეტების კოლექცია, ითამაშონ ფეხბურთი და ბეისბოლი. არანაირი აკრალვა, გენდერული გრადაცია ქვეყანაში არ არსებობს.

 

შვეიცარია

kinderskischule-saas-fee-02

გემრიელი ყველისა და შოკოლადის ქვეყანაში ცხოვრება ყველა ბავშვისთვის ისედაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა მათი კეთილდღეობისთვის შვეიცარიელი მშობლები კიდევ უფრო მეტს ზრუნავენ. სკოლამდელ ასაკში ბავშვებს უშვებენ სკოლა-პანსიონატებში, რომლებიც უნიკალური მეთოდიკით მუშაობენ.

შვეიცარიაში ცდილობენ, ბავშვს ყველა მეცნიერება ნელ-ნელა და სიამოვნებით ასწავლონ, არ არის შეჯიბრი კარგი შეფასებითვის. ამიტომ ბიჭები და გოგონები ცუდად კითხულობენ, ფაქტობრივად არ იციან წერა, სამაგიეროდ – ყოველ დღე თამაშობენ განმავითარებელ თამაშებს, სწავლობენ ლექსებს და სიმღერებს, სეირნობენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან ურთიერთობას სწავლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები