LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 თვეში ისრაელიდან საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა

50

2017 წლის 5 თვეში ისრაელიდან საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი და საქართველო ტურიზმის კუთხით განსაკუთრებით თანამშრომლობენ.

“ხაზი მინდა გავუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც ისრაელსა და საქართველოს შორის არის ტურიზმის კუთხით. მიმდინარე წლის დასაწყისში, პირველ 5 თვეში ისრაელიდან საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა. ასევე საქართველოს ტურისტულ საქმიანობაში ჩაბმულია ისრაელის მხრიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც არსებობს და კვირაში 23 ფრენა გვაქვს. უაღრესად აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ საკითხებშიც”, – აღნიშნა პაატა კალანდაძემ.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება სხვადასხვა ვიზიტი და ამის დასტურია ისიც, რომ სულ რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები