LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 თვეში საქართველოს 2 მილიონზე მეტი მოგზაური ეწვია

205

იანვარ-მაისში საქართველომ 2,329,677 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, წლიურად ზრდა 9,7%-ია. მათ შორის ქვეყანაში 24 საათზე მეტი 981,668 ტურისტმა გაატარა, ანუ 25%-ით მეტმა ვიდრე შარშან.

მოგზაურის რაოდენობით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ : აზერბაიჯანი (+5.6%), სომხეთი  (+13.2%), თურქეთი (-17.8%), რუსეთი  (+22.1%) და ირანი  (+224%) ეწვია.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – მაისში გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +224%, უზბეკეთი +192%, ინდოეთი +123%, ისრაელი +55% და ჩინეთი +40%. 

რაც შეეხება მხოლოდ ერთ თვეს, 2017 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 552,958 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 29,867-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.7%)-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები