LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-წლიანი პაუზის შემდეგ: ალეპოში ფეხბურთი დაბრუნდა

102

სირიის ქალაქ ალეპოში 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი ფეხბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ფეხბურთის უკანასკნელი მატჩი იქ 2011 წელს ჩატარდა, სანამ ქალაქი სახელისუფლებო ძალებისა და ამბოხებულების ბრძოლის პოლიგონად გადაიქცეოდა. ხელისუფლებამ ქალაქზე კონტროლი საბოლოოდ გასულ თვეს აღადგინა.

ხანგრძლივ საბრძოლო მოქმედებებზე დაზიანებული მოედანი, მოედანზე გაძლიერებული დაცვა და ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ოდნავ შელახული ბანერი მეტყველებს.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, გულშემატკივრები სპორტულ დაპირისპირებას მაინც დიდი ენთუზიაზმით ადევნებდნენ თვალს, დრამებს ხმას აყოლებდნენ და დროშებს აფრიალებდნენ.

„ვერ აღგიწერთ იმ განცდას, რასაც 5 წლის შემდეგ მოედანზე დაბრუნების გამო ვგრძნობ. გული გამალებით მიცემს“, – განუცხადა რეპორტიორებს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ომარ ჰამიდიმ.

ფეხბურთელებს ქალაქის სახელისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურთ, მოსახლეობას კი – ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები