LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის ჯულია რობერთსი გადასაღებ მოედანზე თინეიჯერს ჰგავს (ფოტო)

353

პიტერ ჰედჯესის ახალი ფილმის „ბენი დაბრუნდა“ გადაღებები გრძელდება, სადაც მთავარ როლს ჯულია რობერთსი ასრულებს. ამჯერად პაპარაცებმა მსახიობი ნიუ-იორკში მორიგი სცენის გადაღებისას დააფიქსირეს, სადაც 50 წლის ვარსკვლავი ნამდვილ თინეიჯერს ჰგავდა. ჯულია ახალი დრამის გადაღებებზე ჰაეროვანი ჭრელი კაბითა და ვარსკვლავებით დაპრინტული პულოვერით გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა ძველი თმის ფერიც დაიბრუნა და კვლავ წითური გახდა. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ჯულია რობერთსისა და ლუკას ჰედჯესის ემოციური კადრები გადასაღები მოედნიდან, სადაც მსახიობები დედა-შვილის კონფლიქტურ სცენას იღებდნენ.

ფილმი ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა. იქამდე კი ჯულია რობერთსს კიდევ არაერთხელ ვიხილავთ გადასაღებ მოედანზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები