LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის ნიკოლ კიდმანის სილამაზის საიდუმლო – „სიხარულისგან მეტირება”

109

ამ დღეებში, ნიკოლ კიდმანი ამერიკელ სატელევიზიო კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპიკერის რანგში გამოვიდა. ვარსკვლავმა 50 წლის ასაკში ახალ გამოწვევბზე და კარიერის ახალ ეტაპზე ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 50 წლის ასაკში იქ ვარ, სადაც ვარ. სიხარულისგან მეტირება, როდესაც მახსენდება, რამდენი არაჩვეულებრივი რამ გადამხდა მარტო ამ წელს. არც ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მადლიერება და სიყვარული სილამაზეს მინარჩუნებს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელი კიდმანისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გადმოდგა. გაზაფხულზე, კანის კინოფესტივალზე მისი ერთდროულად ოთხი პროექტის პრემიერა გაიმართა, გამოვიდა სერიალი „დიდი პატარა ტყუილი“ კიდმანის მონაწილეობით, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს აკვამენის შესახებ ფილმის გადაღებები, სადაც ნიკოლი ასევე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები