LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის სინდი კროუფორდი ჯინსების ახალ რეკლამაში წელს ზემოთ გაშიშვლდა

272

სინდი კროუფორდმა თაყვანისმცემლებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. ბრენდთან Re/Done ერთად მან სახელობითი კოლექცია The Crawford შექმნა, რომელიც ჯინსებს და ზედებს მოიცავს. მისი განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ შარვლები ძველი ჯინსების გადამუშავებული მასალისგან შედგება.

კოლექციის რეკლამაში, ბუნებრივია, თავად სინდი მონაწილეობს. პრომოკადრებში, რომლებიც ქსელში გავრცელდა, 51 წლის სუპერმოდელი ნახევრად გაშიშვლდა და მხოლოდ ჯინსებში იპოზიორა.

ცნობილია, რომ შარვლის ღირებულება 240-დან 328 დოლარამდე, ხოლო სვიტერი – 160 დოლარი ეღირება და ისინი ბრენდის ოფიციალურ საიტზე სექტემბრის შუა რიცხვებიდან  გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები