LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს – NDI-ს კვლევის შედეგები ცნობილია

34

NDI-ს კვლევაში მონაწილეთა 52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

კითხვაზე  – როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, „ძალიან კარგად“მხოლოდ 1%-მა განაცხადა. 9% მთავრობის მუშაობას „კარგად“ აფასებს, 23% „ცუდად“, 12% კი – ძალიან ცუდად.

ამას გარდა, კვლევის თანახმად, მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება, თანაბარია.

გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი ან ნამდვილად არასწორი მომართულებით ვითარდება, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ არ იცვლება.

კვლევები 18 ივნისი – 9 ივლისის ჩათვლით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები