LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ჯენეტ ჯექსონის ტრიუმფალური დაბრუნება სცენაზე (ფოტო/ვიდეო)

128

ჯენეტ ჯექსონი, რომელიც 51 წლის ასაკში პირველად გახდა დედა, სცენას დაუბრუნდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუსიკოსი „ბილბორდის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც მას მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა.

52 წლის მომღერალი სცენაზე ოქროსფერი სვიტერითა და ბოთფორდებით გამოვიდა და ცეცხლოვანი პერფორმანსის წყალობით მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.

https://www.youtube.com/watch?v=KXaOayKwJ08

ჯენეტ ჯექსონმა სცენაზე 1986 წლის მეგა-ჰიტი  Nasty და 19945 წლის ჰიტი Throb შეასრულა. სასცენო წარმოდგენის დროს ჯენეტმა დაამტკიცა, რომ ვოკალურად და ფიზიკურად არაჩვეულებრივ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ არაბ მილიონერზე ქორწინების შემდეგ ჯენეტ ჯექსონი მუსიკას მთლიანად ჩამოშორდა და მხოლოდ განქორწინების შემდეგ დაბრუნდა სცენაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები