LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის მონიკა ბელუჩი კოპლებიან კოქტეილის კაბაში (ფოტო)

588

იტალიელი ლამაზმანი მონიკა ბელუჩი რომში, Virna Lisi Awards-ის ცერემონიის საპატიო სტუმარი გახდა. წითელ ხალიჩაზე მსახიობი შავი ფერის კოქტეილის კაბით გამოცხადდა, რომელიც თეთრი კოპლებით იყო გაფორმებული. კაბა ბელუჩის შავ ნაქსოვს ჟაკეტთან და მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. მონიკამ სპეციალური პრიზიც მიიღო, დიდხანს პოზირებდა ფოტოგრაფებთან და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ 53 წლის ასაკშიც შეუდარებელია.

ჯეიმს ბონდში შესრულებული როლის შემდეგ, მონიკა ბელუჩი ბოლოს დევიდ ლინჩის გახმაურებული სერიალის „ტვინ-პიკსის“ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები